„სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები“ ყოველწლიურად დებს ინვესტიციებს რძის ჩაბარების ინფრასტრუქტურის განვითარებაში, რაც მას ქვეყნის მასშტაბით უმსხვილეს რძის გადამამუშავებელ კომპანიად აქცევს. ,,სანტე" საქართველოს ფარგლებში 2000-მდე ფერმერთან თანამშრომლობს. რძის მიმღები 15 პუნქტიდან თქვენს სახლამდე რძე გადის შემოწმებას ცხიმის, წყლისა და ცილის მაჩვენებლებზე, რათა მომხმარებელი უზრუნველვყოთ ნატურალური და უსაფრთხო პროდუქტით მთელი წლის განმავლობაში. მაღალმთიანი რეგიონებიდან შეგროვებული რძე ინარჩუნებს საქართველოს ხელუხლებელ ბუნებაში არსებულ ყველა სიკეთეს.