სანტეს ისტორია

„სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები“ დაარსდა 1997 წელს თბილისის რძის კომბინატის ბაზაზე. კომბინატის ბაზა ფუნქციონირებდა 50-იან წლებში და ამიერკავკასიაში უდიდესი რძის მწარმოებელი პუნქტი იყო. 2016 წლიდან „სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები“  მსოფლიო რძის პროდუქტების ბაზრის ლიდერის - ,,Lactalis" ჯგუფის წევრი გახდა. გლობალური ჯგუფი მსოფლიოს მასშტაბით 200-ზე მეტ საწარმოს ფლობს და ცნობილია ისეთი ბრენდებით, როგორებიცაა: ,,President", ,,Galbani", ,,Parmalat". 2011 წლიდან „სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები“ აქტიურად დებს ინვესტიციებს რძის ჩაბარების ინფრასტრუქტურის განვითარებაში, რაც მას ქვეყნის მასშტაბით უმსხვილეს რძის ჩამბარებელ და გადამამუშავებელ კომპანიად აქცევს.

 

  • ბრენდები

„სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები“ რძისა და რძის პროდუქტების 150 განსხვავებულ პროდუქტსა და ხუთ ბრენდს ითვლის:

- ,,სანტე" - კლასიკური რძის პროდუქტების ბრენდი;

- ,,სანტინო" - პრემიალური, მაღალმთიანი რძის პროდუქტების ბრენდი;

- ,,სანტისიმო" - რძის დესერტების ბრენდი;

- ,,სანტისიმო ამორე" - სპეციალურად ქალბატონებისთვის შექმნილი  დესერტების ხაზი;

- ,,სანებო" - ტრადიციული და  მდნარი ყველის ბრენდი;

- ,,ლოკო მოკო" - საბავშვო რძის პროდუქტების ბრენდი ომეგა-3-ისა და კალციუმის შემცველობით.

 

 

  • სოციალური პასუხისმგებლობა

კომპანია იყო საქართველოში პირველი, რომელმაც  მთელი ქვეყნის მასშტაბით გლეხებისგან დაიწყო რძის ჩაბარება. აღნიშნული ინიციატივით „სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები“ ხელს უწყობს მეცხოველეობისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას. 2016-2017 წლებში, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის მაღალმთიანი რეგიონებისა და ეკო კურორტების პოპულარიზაციის მიზნით, კომპანია აწარმოებდა პროექტს #სანტინოსსამშობლო. 2018 წელს კომპანიამ დაიწყო პიარკამპანია ქართველი ფერმერების ნედლეულის გამოყენებისა და პოპულარიზაციისთვის. კამპანიის ფარგლებში მომხმარებელი ეცნობოდა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ  ფერმერებს, რომლებიც რძეს ,,სანტეს" აბარებენ.

 

2018 წლის 22 ივნისს, ზედაზნის ტყეში, თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, „მოკოლენდის“ ბილიკი გაიხსნა. „სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტების“ მიერ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შეიქმნა საფეხმავლო ბილიკი, რომელიც ზედაზნის ტყეს სოფელ შანქევანთან აკავშირებს. ზღვის დონიდან 1010 მეტრზე მოეწყო საპიკნიკე და გასართობი სივრცე (ეკოლოგიურად სუფთა, ხის კონსტრუქციებით დაკომპლექტებული გასართობი მოედანი).

 

  • სამომავლო გეგმები

კომპანიას აქვს მიზანი, განავითაროს ქართული მეწარმეობა და როგორც ინდუსტრიის ლიდერმა, შეიტანოს ინოვაციები და სიახლეები რძის პროდუქტების კატეგორიაში. მათ შორის, ყველის მიმართულებითაც.

 

  • ჯილდოები

ISO 9001, ISO 22 000 , HACCP, Member of Georgian Quality Fund, Certificate of Euro Standard

 

,,სანტე" სამი საერთაშორისო სერტიფიკატის მფლობელია. სამხრეთ კავკასიაში იგი რძისა  და რძის პროდუქტების მწარმოებელი პირველი კომპანიაა, რომელმაც ISO სერტიფიკატი  მიიღო. ISO 9001 კატეგორიის სერტიფიკატით მენეჯმენტის გამართული მუშაობა  შეფასდა, ხოლო HACCP სერთიფიკატით დადასტურდა, რომ კომპანია კვების  პროდუქტების უსაფრთხოების მართვის სერტიფიცირებული სისტემის მფლობელია.  აგრეთვე კომპანია ფლობს ISO 22 000 კატეგორიის სერტიფიკატს, რომელიც  ადასტურებს, რომ წარმოებული კვების პროდუქტების უსაფრთხოების ნორმები მკაცრად დაცულია.

ჩვენი ბრენდები