საწარმო

„სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტების“ საწარმო თავდაპირველად  თბილისის ცენტრში მდებარეობდა, 60-იან წლებში ის დღევანდელ ტერიტორიაზე გადაიტანეს. დღევანდელი მონაცემებით, საწარმოს  სრული ტერიტორია 8 ჰექტარია. მასზე განთავსებულია  საწარმო და ლოჯისტიკურ-ადმინისტრაციული ოფისი. საწარმო შედგება რძის მიმღების, ლაბორატორიის, ხარისხის სამსახურისა და სხვადასხვა საამქროებისგან.  ესენია: ყველის, რძემჟავის, ხაჭოს, ტკბილი ხაზისა და სააპარატო ხაზის საამქროები. „სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები“  იყენებს წარმოების ჩაკეტილ ტიპს (პერსონალის კონტაქტი პროდუქციასთან მინიმუმამდეა დაყვანილი) და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ჰიგიენისა და უსაფრთხოების წესებს.

 

სწორედ ამ საწარმოში მზადდება ქვეყანაში პირველი, ინდუსტრიული, ენდემურ დედოზე დამზადებული მაწონი; ულტრაპასტერიზებული რძე და რძის დესერტების ხაზი. „სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტებში“  500-მდე ადამიანია დასაქმებული. აქედან ნახევარი საწარმოში მუშაობს, დანარჩენი - ადმინისტრაციულ, ლოჯისტიკურ და კომერციულ დეპარტამენტებში.

 

„სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტების“ ლოჯისტიკური ბაზები განთავსებულია კახეთში, სამეგრელოში, აჭარასა და იმერეთში.