ხარისხის სამსახურის უფროსი
13.12.2019 - 31.12.2019 hr@sante.ge
კომპანია "სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" (2016 წლიდან ლაქტალისის ჯგუფის წევრი - lactalis.com) ქართულ ბაზარზე 1997 წლიდან არის წარმოდგენილი და თანამედროვე დონეზე აღჭურვილი და გამართული რძის პროდუქტების პირველი მწარმოებელი კომპანია, რომელიც ითვალისწინებს მაღალი ხარისხისადმი მომხმარებლის სწრაფვას და თანამედროვე სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით ახდენს რძის პროდუქტების სწრაფ და შეუფერხებელ მიწოდებას. "სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" აცხადებს ვაკანსიას “ხარისხის სამსახურის უფროსის” თანამდებობაზე. ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი განაკვეთი: სრული. ძირითადი მოვალეობები: • კომპანიაში შიდა პროცესების აღწერა/აუდიტი; • ხარისხის მართვის სისტემაში არსებული შეუსაბამობების/ხარვეზების გამოვლენა სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენებით; • ჰიგიენური და სანიტარული მდგომარეობის, სურსათის უვნებლობის, ხარისხის კონტროლი; • წარმოების სხვადასხვა ეტაპზე მიღებული ინფორმაციის ანალიზი; • წარმოების პროცესებისა და პროდუქციის წარმოების სხვადასხვა ეტაპების კონტროლი და მათი შესაბამისობა დადგენილ სტანდარტებთან; • მონიტორინგის პროცესში აღმოჩენილი შეუსაბამობების/ხარვეზების შესახებ კორექციული და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და მათი დროული აღმოფხვრის უზრუნველყოფა; • პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისათვის ან/და სტაბილური ხარისხის შენარჩუნებისათვის შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; მოთხოვნები: • განათლება - უმაღლესი კვების ტექნოლოგიის მიმართულებით; • ხარისხის მართვის სპეციალისტის ან მენეჯერის პოზიციაზე 2-3 წლიანი სამუშაო გმოცდილება; • საოფისე პროგრამების ცოდნა; • ანალიტიკური აზროვნება; • აუცილებელია რუსული ენისა და ინგლისური ენის ცოდნა. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. "სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" გისურვებთ წარმატებას!
რეზიუმეს გაგზავნა