„სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტების“ საწარმო თავდაპირველად თბილისის ცენტრში მდებარეობდა, 60-იან წლებში ის დღევანდელ ტერიტორიაზე გადაიტანეს. დღევანდელი მონაცემებით, საწარმოს სრული ტერიტორია 8 ჰექტარია. მასზე განთავსებულია საწარმო და ლოჯისტიკურ-ადმინისტრაციული ოფისი. საწარმო შედგება რძის მიმღების, ლაბორატორიის, ხარისხის სამსახურისა და სხვადასხვა საამქროებისგან. ესენია: ყველის, რძემჟავის, ხაჭოს, ტკბილი ხაზისა და სააპარატო ხაზის საამქროები. „სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები“ იყენებს წარმოების ჩაკეტილ ტიპს (პერსონალის კონტაქტი პროდუქციასთან მინიმუმამდეა დაყვანილი) და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ჰიგიენისა და უსაფრთხოების წესებს.
სწორედ ამ საწარმოში მზადდება ქვეყანაში პირველი, ინდუსტრიული, ენდემურ დედოზე დამზადებული მაწონი; ულტრაპასტერიზებული რძე და რძის დესერტების ხაზი. „სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტებში“ 500-მდე ადამიანია დასაქმებული. აქედან ნახევარი საწარმოში მუშაობს, დანარჩენი - ადმინისტრაციულ, ლოჯისტიკურ და კომერციულ დეპარტამენტებში.
„სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტების“ ლოჯისტიკური ბაზები განთავსებულია კახეთში, სამეგრელოში, აჭარასა და იმერეთში.